ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 02:54 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
6°C clear sky

დიმიტრი პესკოვი: მხარეებს შორის მოლაპარაკების დეტალებს არ ვასაჯაროებთ, რათა პროცესს ზიანი არ მიადგეს

კრემლი არ ასაჯაროებს რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების დეტალებს, რათა პროცესს ზიანი არ მიადგეს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

„უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და შესაძლოა გარკვეული დეტალების გასაჯაროება არ უნდა“, – აღნიშნა პესკოვმა უკრაინაში შესაძლო რეფერენდუმისა და რუსეთთან კომპრომისის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

გარდა ამისა, პესკოვმა უშუალოდ მხარეებს შორის მოლაპარაკებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დეტალების გასაჯაროებით შესაძლოა, პროცესს ზიანი მიადგეს.

„ამ მომენტისთვის მათი გასაჯაროება მოლაპარაკების პროცესს ზიანს მიაყენებს და ამიტომ ნაკლებად მნიშვნელოვანია მისი გასაჯაროება.

რუსეთის ფედერაციის პოზიცია უკრაინასთან მოლაპარაკებებში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ზეპირად და წერილობით, დოკუმენტები კიევშიც აქვთ. არ იგეგმება მათი გამოქვეყნება“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

ამასთან, დიმიტრი პესკოვმა არ დაასახელა ორი ქვეყნის დელეგაციების მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის თარიღი.

მან ასევე აღნიშნა, რომ კრემლი არ გამოაქვეყნებს დოკუმენტებს, რომლებიც ასახავს რუსეთის მოლაპარაკებების პოზიციას.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები