უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არსებულ პირობებში რუსეთთან დიპლომატია არ შეიძლება.
„დიპლომატია არის ყველაზე ძლიერი იარაღი, როცა იარაღი არ მუშაობს. დღეს რუსეთთან დიპლომატია არ შეიძლება. არ შეიძლება იყოს ისეთი დიპლომატია, როგორიც იყო. არ შეიძლება იყოს პატივისცემა იმ ხელმძღვანელობის მიმართ, რომელიც კლავს, იტაცებს, პატივს არ სცემს საერთაშორისო კანონს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
მისი თქმით, ზოგიერთი სახელმწიფო აგრძელებს ლაპარაკს, თითქოს არაფერი ხდება.
„რუსეთის დიპლომატიური იზოლაცია დღეს მნიშვნელოვანი ზეწოლაა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს ომი უკრაინაში მათ მიერ არჩეული ხელმძღვანელობის გამო მიმდინარეობს.
გამოსვლისას ზელენსკიმ, ასევე, მოითხოვა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრი სანქციების დაწესება.