რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი გავლენიანი ამერიკული გამოცემის „ფაინენშელ თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს მოწამვლის სიმპტომები აქვთ.
პესკოვმა მოლაპარაკების მონაწილეების სავარაუდო მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დივერსია უწოდა.
„დიახ, ეს არის საინფორმაციო კამპანიის ნაწილი, ეს არის დივერსია და საინფორმაციო ომის ნაწილი. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა პესკოვმა.
გარდა ამისა, დიმიტრი პესკოვმა მოლაპარაკებების პროცესში რომან აბრამოვიჩის ჩართულობის შესახებაც ისაუბრა.
პესკოვი ამბობს, რომ რომან აბრამოვიჩი მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებში ორივე მხარის გადაწყვეტილებით იღებს მონაწილეობას.
„ის არ არის დელეგაციის ოფიციალური წევრი. თქვენ იცით, რომ ჩვენს დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, თუმცა ამის მიუხედავად აბრამოვიჩი მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებს“, – დასძინა პესკოვმა.