ეს ომი გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც უკრაინის გამარჯვებას დასჭირდება, რაც აუცილებლად მოვა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
მან მოუწოდა უკრაინელებს მზად იყვნენ, რომ ომის მოგებას დრო დასჭირდება.
„რამდენი? კვირა, თვე, ნახევარი წელი, წელი, უცნობია. ამიტომ არ ღირს დედლაინების დაწესება, როგორიცაა ზამთრამდე ან გაზაფხულამდე“, – აღნიშნა კულებამ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა სრულმასშტაბიანი ომის პირველივე კვირას ძლიერი წინააღმდეგობა გამოავლინეს, სხვა ქვეყნებმაც ირწმუნეს მათი. მანამდე კი მსოფლიოში ბევრს მიაჩნდა, რომ უკრაინა რუსეთის ზეწოლას რამდენიმე დღეც ვერ გაუძლებდა. კულებას თქმით, დარწმუნებული იყო, რომ როგორც კი რუსეთის დანაკარგი უკრაინაში 10 000-ს გადააჭარბებდა, ეს იქნებოდა მუხრუჭი რუსეთის ომისთვის, მაგრამ შეცდა: „პუტინი უგულებელყოფს თანამოქალაქეების სიცოცხლეს“.