ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 10, 2024 12:31 საათი

თბილისი

აპრ 10 - ოთხ
Tbilisi, GE
14°C overcast clouds

“დოქსოპულო, შენ დედა გყაავს?” – დავით ქართველიშვილი ვანო ნადირაძეს მიმართავს

კონტრდაზვერვის, შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს თადარიგის პოლკოვნიკი დავით ქართველიშვილი ვანო ნადირაძეს სოციალურ ქსელში მიმართავს

„დოქსოპულო, შენ დედა გყაავს?” – ამ სიტყვებით მინდა მივმართო ამ კონკრეტულ ვინმე ვანო ნადირაძეს. ოღონდ იმაზე მეტი სიტყვა და ასო-ბგერა მინდა გამოვიყენო, ვიდრე მის სიტყვიერ მარაგს წარმოადგენს. მინდა გავითვალისწინო მისი მძიმე მდგომარეობა – ომში მეომრად ყოფნა და თავი ავარიდო ტრადიციული, “კლასიკური” ქართველისათვის შეუფერებელ – საქართველოს, მისი შვილებისა და მათი დედების მისამართით გაუკუღმართებული მოწოდებების პრაქტიკას. არანაირ შესაძლებლობას არ გიტოვებს, ელემენტარული ინტელექტის ფარგლებში ავუხსნა ამ მეტყველება/უუნარობის მქონე ადამიანისთვის მის გინება/გამოშიგნებულ შუალედებში დასმულ წუხილებზე პასუხის გაცემას – რამეთუ, ვერ გაიგებს, ვერ მიხვდება და ღმერთმა არ ქნას, ამით მიყენებულმა ფსიქო/ემოციურმა ტრავმამ მას რეალურ, და არა ვირტუალურ ბრძოლაში – ხელი შეუშალოს. და ეს რჩევა რომელიმე კომპიუტერული “ვირთხის” მხრიდან რომ არ მიიღოს, ხელს მოვაწერ ჩემი რეალური რეგალიებით – კონტრდაზვერვის, შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს თადარიგის პოლკოვნიკი დავით ქართველიშვილი“- წერს ქართველიშვილი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები