ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 19, 2025 23:14 საათი

თბილისი

Nov 19 - Wed
Tbilisi, GE
8°C clear sky

დუდა: პოლონეთი უკრაინას Leopard-ის ტანკებს გადასცემს

ლვოვში ვიზიტის დროს პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინას Leopard-ის ტანკებს გადასცემს.

ანდჟეი დუდას თქმით, უკრაინას აღნიშნული ტანკები საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში გადაეცემა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება პოლონეთში მომზადდა და პირველადი დახმარების პაკეტი Leopard-ის 10 ტანკს მოიცავს.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს საერთაშორისო კოალიცია და მის განსახილველად წარვადგინეთ წინადადება Leopard-ის ტანკების პირველი პაკეტის მიწოდების შესახებ“, – დასძინა პოლონეთის ლიდერმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის