2 წლის ბავშვს, რომელიც საკუთარ სახლში პიტბულმა დაგლიჯა, ციციშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„სახლში ძიძამ მიიყვანა, მამას ეძინა, ბავშვი ჩასვა ჭოჭინაში, შეტრიალდა ძიძა, რომ ბავშვისთვის ტელევიზორი ჩაერთო და სანამ მობრუნდა, ძაღლი ბავშვს თავში ეცა. ძაღლისგან აგრესია არ შეიმჩნეოდა, არავისთვის არ უკბენია. ბავშვი რომ წაიყვანეს, მძიმედ იყო. ბავშვი გადარჩება ან არაო და ამაზე გადავირიეთ. დაზიანებები ყველგან აქვს, დაუგლეჯია“, – აცხადებენ მეზობლები.
შემთხვევა თბილისში პეტრიაშვილის ქუჩაზე მოხდა.