ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 17:14 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
15°C clear sky

ძალიან ხშირად ექსტრემისტული ქართული „ენჯეოების“ უკან ჩვენ ვაწყდებით NED-ის ხელშეწყობასა და ძალიან მსუყე დაფინანსებას

დელეგატები არიან ძალიან გამოცდილები და კარგად უწყიან საკუთარი ქალაქების, მხარეების, სოფლებისა თუ დაბების პრობლემებს, ხალხს იცნობენ, აქვთ მოტივაციაც და ენერგიაც, საიმისო სურვილი, რომ მათ ემსახურონ, – განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.

მან „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ დელეგატებზე ისაუბრა.

„წარსულში მაჟორიტარების, ახლა დელეგატების მეშვეობით ხალხს აქვს პირდაპირი კავშირი პარლამენტთან. მათ შეუძლიათ, პრობლემები არა მარტო მუნიციპალურ დონეზე დააყენონ. ხშირად პრობლემების გადაჭრის გასაღები არის ცენტრალურ ხელისუფლებაში, სამინისტროებსა და სხვადასხვა დეპარტამენტში.

ეს ადამიანები არიან ძალიან გამოცდილები და კარგად უწყიან საკუთარი ქალაქების, მხარეების, სოფლებისა თუ დაბების პრობლემებს, ხალხს იცნობენ, აქვთ მოტივაციაც და ენერგიაც, საიმისო სურვილი, რომ ხალხს ემსახურონ“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც არჩევნებში წარსადგენი პარტიის დელეგატები დაასახელა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები