ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2024 08:00 საათი

თბილისი

აპრ 20 - შაბ
Tbilisi, GE
16°C clear sky

ძალიან რთულია უკრაინის ტერიტორიიდან რუსების სწრაფად გაყვანა – გენერალი მარკ მილი

ამერიკის შეერთებული შტატების უფროსის გენერლის მარკ მილის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის მთელი ტერიტორიის დაკავების ალბათობა ნულს უახლოვდება, მაგრამ რუსეთის საოკუპაციო ძალების სწრაფად განდევნა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან ძალიან რთულია. ამის შესახებ ამერიკელმა გენერალმა ბრიფინგზე განაცხადა.

„უკრაინა საკმაოდ დიდი ქვეყანაა. ეს არ არის ტერიტორიის მცირე ნაწილი. ალბათობისა იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია მიაღწევს თავის სტრატეგიულ მიზნებს, ამის ალბათობა ნულს უახლოვდება“, – აღნიშნა გენერალმა.

ამავე დროს, გენერალმა განაცხადა, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ სამხედრო გზით ეს ვერ მოხდება.

მისივე თქმით, რუსეთს ახლა უკრაინის მიწების დაახლოებით 20% აქვს ოკუპირებული, რაც საკმაოდ დიდი ტერიტორიაა.

როგორც მილიმ თქვა, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა უკრაინაში.

ამერიკელმა გენერალმა აღნიშნა, რომ უკრაინას წარმატებული თავდაცვა აქვს. მისი თქმით, უკრაინელებმა კოლოსალური სამუშაო შეასრულეს რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„უკრაინელების სამხედრო დავალება, რომ რუსები უკრაინიდან ფიზიკურად განდევნონ, ძალზე რთული ამოცანაა. ეს არ მოხდება მომდევნო რამდენიმე კვირაში“, – აცხადებს მარკ მილი.

მარკ მილის მოსაზრებით, შესაძლებელია, რომ რუსეთის ფედერაციამ მძიმე სამხედრო დანაკარგების გათვალისწინებით თავად მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება უკრაინიდან საკუთარი ძალების გაყვანის შესახებ. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები