ტელეკომპანია სეზონი

დეკემბერი 25, 2024 22:03 საათი

თბილისი

Dec 25 - Wed
Tbilisi, GE
1°C mist

El País: ბრიუსელს აშფოთებს სხვადასხვა ევროპული ძალის მზარდი დაახლოება პუტინთან

რუსეთის პრეზიდენტი ინარჩუნებს მოკავშირეებს ევროკავშირში და სიმპათიებს იძენს ზოგიერთ ულტრამემარჯვენე პარტიას შორის, – წერს ესპანური გამოცემა El País-ი სტატიაში სათაურით ბრიუსელს აშფოთებს სხვადასხვა ევროპული ძალის მზარდი დაახლოება პუტინთან.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „ვინაიდან უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი უკვე თვეების განმავლობაში გრძელდება, უფრო ხშირად ისმის იმათი ხმა, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აქვეყნებს უკრაინისადმი მხარდაჭერას ან კონფლიქტიდან სწრაფად გასვლისკენ მოუწოდებს, თუნდაც ამან ზიანი მიაყენოს უკრაინას“.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთის ლიდერს ჰყავს ორი თვალსაჩინო მოკავშირე ევროპულ საბჭოში, კერძოდ, ორბანი და ფიცო.

„ამ ჯგუფში [ასევე] შედის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც მხარს უჭერს უკრაინისათვის ევროპული დახმარების შეჩერებას და ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატები და ნატო ასევე არიან დამნაშავენი [უკრაინაში] რუსეთის ფართომასშტაბურ შეჭრაში“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ პუტინი წლების განმავლობაში მუშაობდა ულტრამემარჯვენე პარტიებთან იდეოლოგიური კავშირების დასამყარებლად.

„სექტემბერში ავსტრიაში „თავისუფლების პარტიის“ გამარჯვება – თუმცა მან ჯერ ვერ მოახერხა მთავრობის ჩამოყალიბება – ასევე სასარგებლო ელემენტი იყო კრემლისთვის. მისმა ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა პირობა დადო, რომ შეწყვეტს დახმარებას გაწევას უკრაინისათვის და ვეტოს დაადებს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს“, – ნათქვამია სტატიაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები