რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქი ენერგოდარი, ელექტროენერგიისა და წყლის დეფიციტის გამო, ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, – ამის შესახებ, ქალაქის ადმინისტრაცია აცხადებს.
რუსეთის მიერ მუდმივმა დაბომბვამ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ელექტროქსელები გაანადგურა.
ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, რუსეთის თავდასხმების სამიზნეა. განსაკუთრებით გააქტიურდა საბრძოლო მოქმედებები ხერსონის ოლქში.