ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 4, 2025 02:49 საათი

თბილისი

Sep 4 - Thu
Tbilisi, GE
22°C light intensity shower rain

ემანუელ მაკრონი მოსახლეობის მხარდაჭერას კარგავს

კვირას გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეიტინგმა ახალი ანტირეკორდი დაამყარა, მას შემდეგ, რაც ის 2017 წელს აირჩიეს.

გაზეთ Journal de Dimanche-ში გამოქვეყნებული Ifop-ის გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტის მუშაობა დადებითად, მხოლოდ გამოკითხულთა 21%-მა შეაფასა.

მისი პოპულარობა კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე ეს იყო 2019 წელს „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობასთან დაპირისპირების დროს, როდესაც ყოველკვირეული მაკრონის წინააღმდეგ გამართული პროტესტი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.

მაკრონის რეიტინგი ნოემბერში 22%-ს შეადგენდა, კვირას გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად კი, პრეზიდენტის რეიტინგი კიდევ უფრო შემცირდა, რაც ახალი ანტირეკორდია მისთვის.

გამოკითხულთა 35% პრეზიდენტის მუშაობით უკმაყოფილოა, 45% კი ძალიან უკმაყოფილოა. პრეზიდენტის მუშაობას დადებითად მხოლოდ 21% აფასებს.

რაც ყველაზე შემაშფოთებელია, დეკემბრის გამოკითხვის შემდეგ, მაკრონის პოპულარობა ხანდაზმულებსა და პენსიონერებს შორის 10%-ით შემცირდა. მაკრონისთვის ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, რადგან მისი ამომრჩევლების დიდი ნაწილს, სწორედ ხანდაზმულები და პენსიონერები წარმოადგენენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის