ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 11:29 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
12°C clear sky

ენტონი ბლინკენი: ცეცხლის შეწყვეტის იდეა შეიძლება მაცდური იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგი შეუძლებელია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამორიცხა უკრაინისა და რუსეთის ფედერაციას შორის დიალოგის შესაძლებლობა უკრაინის ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ ჯერ არ არის ამის დრო.

„ზოგისთვის ცეცხლის შეწყვეტის იდეა შეიძლება მაცდური იყოს – და მე მესმის. მაგრამ თუ ეს რუსეთის მიერ უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიტაცების რატიფიცირების ტოლფასი იქნება, მაშინ ეს არ იქნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, საჭიროა, რუსეთი მზად იყოს კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში ჩასართავად, რადგან დიალოგის მიზანი უკრაინაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა უნდა იყოს.

მან განმარტა, რომ რუსეთის ფედერაციას შეეძლო გამოეყენებინა პაუზა ფრონტზე ჯარების გადასაჯგუფებლად და მეორე შეტევითი მცდელობის განსახორციელებლად.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები