ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2024 22:30 საათი

თბილისი

აპრ 19 - პარ
Tbilisi, GE
20°C clear sky

ერდოღანი: ვერ ვიტყვი, რომ უკრაინაში ტანკების გაგზავნა კონფლიქტის გადაწყვეტის ელემენტი შეიძლება იყოს, ეს სარისკოა და სარგებელს მხოლოდ იარაღით მოვაჭრეებს მოუტანს

„ვერ ვიტყვი, რომ უკრაინაში ტანკების გაგზავნა კონფლიქტის გადაწყვეტის ელემენტი შეიძლება იყოს“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ვერ ვიტყვი, რომ უკრაინაში ტანკების გაგზავნა კონფლიქტის გადაწყვეტის ელემენტი შეიძლება იყოს – ეს სარისკოა და სარგებელს მხოლოდ იარაღით მოვაჭრეებს მოუტანს“, – აღნიშნა ერდოღანმა TRT-თან ინტერვიუში.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ გააგრძელებს მოლაპარაკებებს რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვიკისროთ ფასილიტატორის როლი, ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, – აცხადებს ერდოღანი.

მისი თქმით, ანკარა მოელის ევროპისა და მსოფლიოს მხარდაჭერას მოლაპარაკებებისთვის.

„მოლაპარაკებები უნდა იყოს მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებით და კონფლიქტი სამართლიანად უნდა გადაწყდეს. მე ყოველთვის  მაქვს მშვიდობის იმედი. ეს იმედი რომ დავკარგო, მარცვლეულის დერეფანი არ გაიხსნებოდა, არ იქნებოდა პატიმრების გაცვლა“, – განაცხადა ერდოღანმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები