ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 04:34 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
8°C clear sky

ერდოღანმა დაარღვია რუსეთის წინაშე აღებული ვალდებულებები – დუმის ვიცე-სპიკერი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის წინაშე აღებული ვალდებულებები დაარღვია, – ამის შესახებ სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა.

მისივე განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოველთვის ასრულებდა თავის ვალდებულებებს თურქეთის წინაშე და იმედოვნებს, რომ რუსეთის პარტნიორებიც იმავეს გააკეთებენ, მაგრამ ერდოღანმა თავისი ვალდებულებები დაარღვია რუსეთის მიმართ.

უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციის კომენტირებისას, სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ამას დადებითად ვერ მიიღებს.

„თავად ზელენსკის შეუძლია ნატოში გაწევრიანება, მაგრამ უკრაინის გარეშე“, – დასძინა პეტრ ტოლსტოიმ.

მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს გახდეს ნატოს წევრი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის