ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 01:50 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
10°C clear sky

„ერთი ხალხი ვართ და გვინდა, უკრაინა იყოს დამოუკიდებელი ნატოსგან, რუსეთისადმი მეგობრული სახელმწიფო“ – უკრაინაში რუსული ჯარების მეთაური

რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, სერგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ „სპეცოპერაციის“ ზონაში სიტუაცია შეიძლება, რთულად შეფასდეს. ამის შესახებ მან რუსულ პროპაგანდისტულ მედია „რასია 24-ს“ განუცხადა.

„მტერი არ ტოვებს რუსული ჯარების პოზიციებზე თავდასხმის მცდელობებს. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება კუპიანსკის, კრასნოლიმანსკის და ნიკოლაევ – კრივოი-როგის მიმართულებებს. კრიმინალური რეჟიმია, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს სიკვდილისკენ უბიძგებს. მე და უკრაინელები ერთი ხალხი ვართ და ერთი რამ გვინდა: უკრაინა იყოს დამოუკიდებელი დასავლეთისგან და ნატოსგან, რუსეთისადმი მეგობრული სახელმწიფო.

ფრონტის ხაზიდან გაქცევის თავიდან ასაცილებლად, უკრაინის ხელისუფლება იყენებს ნაციონალისტების რაზმებს, რომლებიც ესვრიან ყველას, ვინც ბრძოლის ველის დატოვებას ცდილობს.

ჩვენ გვაქვს განსხვავებული სტრატეგია. ამის შესახებ უმაღლესმა სარდალმა უკვე ისაუბრა. ჩვენ არ ვისწრაფვით წინსვლის მაღალი მაჩვენებლებისკენ, ჩვენ ვიცავთ თითოეულ ჯარისკაცს და მეთოდურად „ვფქვავთ“ მოწინავე მტერს. ეს არა მხოლოდ ამცირებს მათ დანაკარგებს, არამედ მნიშვნელოვნად ამცირებს მსხვერპლთა რაოდენობას მშვიდობიან მოსახლეობაში“, – განაცხადა სუროვიკინმა.

სუროვიკინმა, ასევე ისაუბრა, ხერსონის მიმართულებზე:

„ამ სფეროში რთული ვითარებაა. მტერი მიზანმიმართულად ურტყამს ხერსონის ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და საცხოვრებელ შენობებს. HIMARS-ის რაკეტების დარტყმებმა დააზიანა ანტონოვსკის ხიდი და კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, რომლებზეც მოძრაობა შეჩერდა. შედეგად ქალაქში ძნელდება საკვები პროდუქტების მიწოდება, არის გარკვეული პრობლემები წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არა მხოლოდ მნიშვნელოვნად ართულებს მოქალაქეების ცხოვრებას, არამედ პირდაპირ საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს“, – აღნიშნა მან.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები