ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 2, 2023 00:44 საათი

თბილისი

აპრ 2 - კვი
Tbilisi, GE
5°C clear sky

„ეს არ არის ომი, ეს არის ქვეყნის მასობრივი განადგურება“ – ჟოზეფ ბორელი

„რასაც რუსეთი აკეთებს, არის არა ომი, არამედ ქვეყნის მასობრივი განადგურება“, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

ბორელის თქმით, მარიუპოლი  სრულად განადგურებულია, მშვიდობიანი მოსახლეობა კი მკვდარი.

„რუსეთი ნამდვილად ჩადის ომის დანაშაულს, რაც ხდება მარიუპოლში ეს არის ომის მასობრივი დანაშაული, ანადგურებენ ყველაფერს, ბომბავენ და კლავენ ყველას, ეს ქალაქი არის სრულიად განადგურებული და მშვიდობიანი მოსახლეობა მკვდარი.  ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას.

ჩვენი ყველა რესურსით, გავაგრძელებთ საუბარს სანქციებზეც, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, უფრო მეტი, უკრაინის გადასარჩენად. რუსეთი აგრძელებს გამოიყენოს სამხედრო შეიარაღება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ეს არ არის ომი, ეს არის ქვეყნის მასობრივი განადგურება, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ კანონს“, – აცხადებს ბორელი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები