ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე თქვა, რომ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ომი იქნება ხანგრძლივი.
„ეს იქნება ხანგრძლივი ომი, ფასი მაღალი იქნება, ჩვენ გავიმარჯვებთ ებრაელი ხალხისთვის და ღირებულებებისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.
მან მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ აშშ-ს სამხედრო ხომალდები – მათ შორის ორი ავიამზიდი – განლაგებულ იქნა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ.
თავის მხრივ, ბლინკენმა ისრაელის თავდაცვის მინისტრს უთხრა, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი.