ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 00:24 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
10°C broken clouds

ესპანელმა დეპუტატმა პედოფილიის საქმის გამო თანამდებობა დატოვა

ხუან ლუის სეპა, ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის დეპუტატი, არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სასამართლო პროცესის ფონზე თანამდებობიდან გადადგა, იუწყება ABC.

გამოცემის ცნობით, პოლიტიკოსმა, რომელიც პარტიის წევრია 1999 წლიდან, თანამდებობიდან გადადგომა „პირადი მიზეზების გამო“ გადაწყვიტა. იგი ძალაში 19 აგვისტოს დილიდან შევიდა.

არასრულწლოვნის სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება თავდაპირველად ქალაქ სიუდად როდრიგოს სასამართლოში დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით საქმე უზენაეს სასამართლოს გადასცა. მანამდე საქმე გასაიდუმლოებული გახლდათ, ახლა კი საიდუმლოება მოხსნილია და ბრალდებული ჩვენების მისაცემად დაიბარეს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მმართველ პარტიას ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იჟევსკში უცხოელი ორი მოზარდი გოგონას გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ . გამომძიებლების თქმით, 2023 წლის დეკემბერში და 2024 წლის ივლისში ბრალდებულმა 14 და 16 წლის გოგონები გააუპატიურა მანქანაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები