ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 20:05 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

ესტონეთი ვერ დაეხმარება უკრაინელ ლტოლვილებს იმავე დონეზე, როგორც ეს მანამდე ხდებოდა – კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ესტონეთში უკრაინელი ლტოლვილების ახალი ტალღა ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ქვეყანა ახალჩამოსულებს ვერ დაეხმარება იმავე დონეზე, როგორც ადრე, რადგან აღარ არის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილები.

„თუ შევხედავთ, როგორ ბომბავს რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკულ ობიექტებს და ცდილობს, უკრაინაში ცხოვრება გაუსაძლისი გახადოს, მაშინ არაა გამორიცხული ლტოლვილების ახალი ტალღა“, – განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, ესტონეთს აღარ შეუძლია ლტოლვილებს იმავე დონეზე დაეხმაროს, მაგრამ ესაუბრა ფინეთს: „ჩვენ ვესაუბრეთ ფინეთს და მათ გვითხრეს, რომ მეტი ლტოლვილის მიღება შეუძლიათ“.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, მიგელ ბერგერმა განაცხადა, რომ ზამთრის დადგომის გამო უახლოეს კვირებში უკრაინელი ლტოლვილების ახალ ტალღას ელის.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები