ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 11, 2025 19:48 საათი

თბილისი

Jul 11 - Fri
Tbilisi, GE
32°C clear sky

ევროკავშირი ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ისრაელზე ზეწოლის გზებს ეძებს – კაია კალასი

ევროკავშირი ეძებს გზებს, რათა ისრაელზე ზეწოლა მოახდინოს ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის გასაუმჯობესებლად, – ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა.

ევროკავშირის დიპლომატიურმა სამსახურმა ისრაელის წინააღმდეგ პოლიტიკური მოქმედებების 10 ვარიანტი წარადგინა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში განაცხადა, რომ აღმოაჩინა „მინიშნებები“, რომ თითქოს ისრაელმა დაარღვია ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების ვალდებულებები.

კაია კალასი აცხადებს, რომ ვარიანტები მომზადდა იმ წევრი სახელმწიფოების საპასუხოდ, რომლებსაც სურდათ ისრაელზე უფრო ძლიერი ზეწოლა, რათა გამოსწორებულიყო მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა ღაზაში.

„ჩვენი მიზანი არ არის ისრაელის რაიმე ფორმით დასჯა. ჩვენი მიზანია, რეალურად გავაუმჯობესოთ სიტუაცია [ღაზაში], რადგან ჰუმანიტარული მდგომარეობა გაუსაძლისია“, – აღნიშნა კაია კალასმა.

კალასმა აღნიშნა, რომ ისრაელი დათანხმდა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაფართოებას, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანების რაოდენობის, გადასასვლელი პუნქტებისა და სადისტრიბუციო ცენტრებისკენ მიმავალი მარშრუტების გაზრდას.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის