ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 25, 2024 18:28 საათი

თბილისი

Nov 25 - Mon
Tbilisi, GE
7°C overcast clouds

ევროკავშირი ირანს მკაცრი სანქციებით ემუქრება

თუკი დადასტურდება თეირანის მონაწილეობა რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ, ევროკავშირი ირანს მკაცრ სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ RBC Ukraine Reuters-ზე დაყრდნობით იტყობინება.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ბოლო კვირებში უკრაინაში მომხდარი საჰაერო თავდასხმები სწორედ ირანული „კამიკაძე-დრონებით“ განხორციელდა.

თავის მხრივ ირანი აცხადებს, რომ რუსეთისთვის დრონები არ მიუწოდებია.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეპე კოფოდმა თქვა, რომ ევროკავშირმა მკაცრად უნდა უპასუხოს კიევზე ახალ საჰაერო თავდასხმებს.

„რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ ირანული თვითმფრინავები აშკარად გამოიყენება კიევის ცენტრში თავდასხმისთვის, ეს არის სისასტიკე“, – თქვა კოფოდმა და დასძინა, რომ ამის საპასუხოდ ევროკავშირმა ნაბიჯები უნდა გადადგას.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები