ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 14:14 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
18°C clear sky

ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეშფოთება გამოხატეს, რომელიც სინამდვილეში დაფუძნებულია „ფეიკზე“ და მის ნაწილობრივ შიმშილობაზე – მამუკა მდინარაძე

ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეშფოთება გამოხატეს, რომელიც სინამდვილეში დაფუძნებულია „ფეიკზე“ და მის ნაწილობრივ შიმშილობაზე, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით განხორციელებულ დემარშზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, დემარში პროტესტის გამოხატვის ფორმაა, რა დროსაც დაფიქსირდა, რომ სააკაშვილის მდგომარეობით შეშფოთებული არიან.

მისივე განცხადებით, სააკაშვილის სხვა ქვეყანაში გადაყვანასა და მსგავს საკითხებზე დემარშის დროს საუბარი არ ყოფილა.

“შეხვედრას ორი მხარე ჰყავდა – ელჩები, რომლებმაც დემარში განახორციელეს, სააკაშვილის მდგომარეობთ დაინტერესდნენ, შეშფოთება გამოთქვეს და ამ დემარშის მიმღები – იუსტიციის სამინისტრო და მინისტრი. ერთიც და მეორეც ერთსა და იმავე რამეს საუბრობს, მედიასაშუალებები – სხვა რამეს. მინისტრი ადასტურებს იმას, რაც ელჩმა თქვა, ოღონდ ტელევიზიები აბსოლუტურად სხვა რამეს ლაპარაკობენ.

იუსტიციის მინისტრი და ევროკავშირის ელჩი ერთსა და იმავე რაღაცას საუბრობენ, რომ დემარში განხორციელდა და დემარშის შინაარსი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთება გახლდათ. პასუხად მათ დეტალური განმარტება მიიღეს. არც გადაყვანაზე და მსგავს საკითხებზე დემარშის დროს საუბარი არ ყოფილა. თუ ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ერთი მხარე და მეორე მხარე შეხვედრაზე რასაც ამბობდნენ, ის კი არ დავიჯერეთ, მესამე რასაც იტყუება, ის დავიჯერეთ, მაშინ საზოგადოებას მოვატყუებთ. მე საზოგადოების მოტყუებას არ ვაპირებ.

საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს არანაირი მუხლი, ნორმა, რომელიც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მსჯავრდებულის უცხოეთში გადაყვანას ითვალისწინებს – ასეთი მუხლი ფიზიკურად არ არსებობს! თუ ვინმე ამას ამბობს, ისიც გვასწავლოს, სად არის ეს მუხლი. ასეთი მუხლი, ასეთი დათქმა ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს.

მთავარია, რომ ეს ყველაფერი “ფეიკია” – “ფეიკპიარის” ტრენდის გაგრძელებაა. სააკაშვილი უბრალოდ იტყუება და თუკი ვინმეს უნდა, რომ მართლა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იზრუნოს, მოუწოდოს, ორმაგი კალორია მიიღოს, ნუ დადის რისკზე, ნუ იყენებს თვითდაზიანებას და ყველაფერი იქნება კარგად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ აქვე დასძინა, რომ თუ სააკაშვილი თვითდაზიანებას გააგრძელებს, პასუხისმგებლობა მასზე იქნება.

“პენიტენციური სამსახური პასუხს აგებს ნებისმიერ პატიმარზე, თუ ის არ ეწევა თვითდაზიანებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

🔴ბატონო ირაკლი, თქვენ რომ წახვედით პრემიერობიდან და თქვენი გუნდი გაგინებდათ მე ხმალამოღებული გიცავდით და დღეს რომ თქვენი უწყებები გვებრძვის რატომ არ რეაგირებთ. 🔴დღეს ძალოვან უწყებებში ჩაბუდებული ნაცების მიზანია მოგვიწყონ პროვოკავიები და მერე ჩვენ ვაგინოთ მთავრობა 🔴თუ არ გამოიძიებენ ჩვენზე თავდასხმების ფაქტებს მაშინ გვიჩნდება ეჭვი რომ ეს მთავრობის პირველი პირებიდან მოდის 🔴როგორ შეიძლება შუა ქალაქში მოხდეს თავდასხმა და ამაში პოლიციის ან სუსის აგენტურა არ იყოს ჩართული 🔴გარეჯს ვიცავდით ბრძოლა დაგვიწყეთ, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე ვსაუბრობთ გვებრძვით რა გინდათ ბოლო ბოლო გვითხარით? 🔴როგორც ჩანს ხელისუფლება სრულად დასავლეთი აკონტროლებს და საქართველოს ხელისუფლება 🔴ტელეფონზე ვერ მილაპარაკია რა სმისმენთ ასეთს, ადრეც მისმენდით და არ ვწუხდებოდი. აპარატურა გაგიფუჭდათ თუ რაშია საქმე ვერ მისმენთ ხარისხიანად რომ არ შევწუხდე 🔴ჩვენ არ ვართ ხელისუფლების მტრები ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ დამნაშავეების დასჯას და სამართლიანობის აღდგენას 🔴ამათი მიზანია ვისაც ავტორიტეტი აქვს ყველა გაანადგუნონ, სწორედ ამას უკავშირებ ჩემზე თავდასხმებს -ნიკოლოზ მჟავანაძე