ტელეკომპანია სეზონი

დეკემბერი 3, 2024 21:59 საათი

თბილისი

Dec 3 - Tue
Tbilisi, GE
2°C clear sky

ევროკავშირში ქართული ღვინის ექსპორტი 12.4%-ით შემცირდა, ღვინის ექსპორტის მოცულობით ლიდერი ქვეყანა ამჟამად რუსეთია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში საქართველომ 43 382 ტონა ღვინის ექსპორტით 126 მილიონ 30 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს გასული წლის პირველი 6 თვის მონაცემებს ღირებულებით 26.3%-ით აჭარბებს. ევროკავშირში ქართული ღვინის ექსპორტი 12.4%-ით შემცირდა. წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ევროკავშირში 14.3 მლნ დოლარის ღირებულების 4 549 ტონა ღვინო გავიდა.

საექსპორტო ბაზრებს შორის რუსეთი ლიდერობს, რომლის წილიც მთლიან ექსპორტში 69.1%-მდე გაიზარდა.

ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ათეული შემდეგია:

1. რუსეთი – 81.8 მლნ დოლარი, 29 991 ტონა;
2. პოლონეთი – 6.7 მლნ დოლარი, 2 670 ტონა;
3. უკრაინა – 6.4 მლნ დოლარი, 2 286 ტონა;
4. ჩინეთი – 6 მლნ დოლარი, 1 722 ტონა;
5. ყაზახეთი – 5.3 მლნ დოლარი, 1 630 ტონა;
6. ბელარუსი – 4.4 მლნ დოლარი, 1 588 ტონა;
7. აშშ – 2.6 მლნ დოლარი, 425 ტონა;
8. გერმანია – 2.3 მლნ დოლარი, 510 ტონა;
9. ლატვია – 2 მლნ დოლარი, 585 ტონა;
10. ლიეტუვა – 1 მლნ დოლარი, 311 ტონა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები