ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 10, 2024 04:49 საათი

თბილისი

აპრ 10 - ოთხ
Tbilisi, GE
12°C overcast clouds

ევროპა გაზის დეფიციტის უპრეცედენტო რისკის წინაშე დგას – საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს განცხადებით, არსებული რეალობიდან გამომდინარე ევროპა გაზის დეფიციტის უპრეცედენტო რისკების წინაშე დგას.

პარიზში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ IEA-მ  კვარტალურ გაზის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის 27 ქვეყანას რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე 13%-ით დასჭირდება ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირება. სააგენტოს განცხადებით, ამ შემცირების დიდი ნაწილი მომხმარებელთა ქცევით უნდა იყოს განპირობებული.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი სულ მცირე 5%-ით დათანხმდა ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას.

კიდევ ერთი საშიშროება, რომელიც ხაზგასმით აღინიშნა კვლევაში, იყო გვიანი ზამთრის სიცივე, რომელიც განსაკუთრებით რთული იქნება ევროპისთვის. ევროკავშირმა უკვე შეავსო ბუნებრივი აირის საცავი 88%-მდე.

ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ რუსული გაზის შემცირება არის ენერგეტიკული შანტაჟი, რომელიც მიზნად ისახავს ზეწოლას მთავრობებზე უკრაინის მხარდაჭერისა და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამო.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები