ტელეკომპანია სეზონი

იანვარი 14, 2025 20:12 საათი

თბილისი

Jan 14 - Tue
Tbilisi, GE
9°C clear sky

ევროპამ უკრაინაში ომი წააგო – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ევროპამ უკრაინაში ომი წააგო. ინფორმაციას უნგრეთის პრემიერის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

„ეს ომი ევროკავშირმა წააგო“, – ციტირებს კოვაჩი ორბანს. უნგრეთის პრემიერმა აგრეთვე დასძინა, რომ ბრიუსელის ნარატივსა და ბრძოლის ველზე არსებულ რეალობას შორის კავშირის გაწყვეტილია.

უნგრეთის პრემიერის მტკიცებით, ყველაფერი შეიცვლება მას შემდეგ, რაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოვალეობის შესრულებას შეუდგება.

„ბრიუსელი ერთი ნაბიჯით უკან არის; მსოფლიო შეიცვლება მას შემდეგ, რაც ტრამპი ოფისს დაიკავებს, და პატრიოტები გაძლიერდებიან და მთელ დასავლურ სამყაროს გადააკეთებენ“, – თქვა ორბანმა.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის