ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 13:44 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
14°C clear sky

ევროპარლამენტარი კატარინა როთ ნევედალოვა: ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, თუ რატომ უნდა ჩავატაროთ რაიმე სახის გამოძიება ან მსგავსი საერთაშორისო შეფასებები. ოპოზიციას შეუძლია, ეს მოითხოვოს, თუმცა ჩვენ ამ მოთხოვნებს არ უნდა ავყვეთ

„ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, თუ რატომ უნდა ჩავატაროთ რაიმე სახის გამოძიება ან მსგავსი საერთაშორისო შეფასებები. ოპოზიციას შეუძლია, ეს მოითხოვოს, თუმცა ჩვენ ამ მოთხოვნებს არ უნდა ავყვეთ“, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ინტერვიუს დროს ევროპარლამენტარმა კატარინა როთ ნევედალოვამ.

იგი საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებას ეყრდნობა.

„ერთია, როდესაც ოპოზიცია აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას. თუმცა, მეორე მხრივ, არც ერთ საერთაშორისო ინსტიტუტს არ დაუყენებია ეჭვქვეშ არჩევნების შედეგები. მათ შორის, არც ეუთო/ოდირს, რომლის წარმომადგენლობაც ადგილზე იმყოფებოდა და არჩევნებს აკვირდებოდა.

ანგარიშში ამ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობაზეც არ დავობენ. ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, თუ რატომ უნდა ჩავატაროთ რაიმე სახის გამოძიება ან მსგავსი საერთაშორისო შეფასებები. ოპოზიციას შეუძლია ეს მოითხოვოს, თუმცა ჩვენ ამ მოთხოვნებს არ უნდა ავყვეთ“, – განაცხადა კატერინა როთ ნევედალოვამ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები