ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 20:05 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

ევროპარლამენტარი კლერ დეილი – უკრაინის მომავალი იყიდება, რათა მარიონეტული ომი დაფინანსდეს – ასე სახელმწიფო დაინგრევა

„უკრაინაში გაგზავნილი მილიონობით ევროპული ფული უფასო არ არის. ეს არის სესხები, რომლებსაც უკრაინა ვერ დაფარავს და თუ მათზე ზეწოლას მოვახდენთ, ეს იქნება  ნეოლიბერალური ბორკილები“ – განაცხადა ირლანდიელმა ევროპარლამენტარმა კლერ დეილიმ.

„ეკონომისტები ამბობენ, რომ უკრაინას კოშმარული შოკური თერაპია აქვს.  ხდება საჯარო მიწის გაყიდვა, შრომის ბაზრის დისბალანსი, სახელმწიფო აქტივების გაყიდვა და ა.შ… ქვეყნის მომავალი იყიდება, რათა  მარიონეტული ომი დაფინანსდეს. ასე სახელმწიფო დაინგრევა.

ამ სესხებს აქვს წინაპირობა, რომ უკრაინამ მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. მაგრამ როგორც კი ფულის ონკანი მოუშვეს, ზელენსკიმ ქვეყანაში აკრძალა ოპოზიციური პარტიების უმეტესობა, დახურა მედია და შეუტია პროფკავშირებსა და მშრომელთა უფლებებს. მილიონების შემოდინება კი კვლავ გრძელდება.

და ეს ის ქვეყანაა, რომლის შესახებაც ჩვენმა ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა განაცხადა, რომ უკრაინას ადანაშაულებენ დიდ კორუფციაში და ეს კორუფცია გრძელდება.  ევროკავშირის პოლიტიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს მშვიდობის თავიდან აცილებას და ომის გაგრძელებას ნებისმიერი საშუალებით, ამის საფასურს კი უბრალო ხალხი იხდის.  ასე რომ, რუსულ ტანკებსა და ევროპულ ბანკებს შორის უკრაინისგან აღარაფერი დარჩება.  ნე დაივიწყებთ, რომ  ომი რეკეტია და კონფლიქტისთვის ძვირი უნდა გადაიხადო,“- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები