ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 07:24 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
5°C clear sky

ევროპაში თურქეთის ხილვა არავის უნდა – პესკოვი

„რიგ საკითხებზე რუსეთსა და თურქეთს შორის ნამდვილად არსებობს გარკვეული უთანხმოება, მაგრამ არის ურთიერთობების ის ნაწილიც, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი მზად არის დიალოგისთვის თურქეთთან, მიუხედავად ანკარასთან არსებული წინააღმდეგობებისა გარკვეულ საკითხებზე.

„თურქეთს შეუძლია იყოს ორიენტირებული დასავლეთზე და ასეთი ინტენსიური ორიენტირების პერიოდები ამ ქვეყანას უკვე ჰქონდა, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის და დავარქვათ ამას თავისი სახელი – ევროპაში თურქეთის ხილვა არავის უნდა, ევროპელებს ვგულისხმობ. ჩვენ პარტნიორ ანკარას ცრუ იმედები არ უნდა ჰქონდეს“, – დასძინა კრემლის წარმომადგენელმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები