ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 15, 2025 19:46 საათი

თბილისი

Sep 15 - Mon
Tbilisi, GE
16°C broken clouds

გახარია რომ ცნობილი მატყუარა და მოღალატეა, ამას ბევრი სჯა-ბაასი არ სჭირდება

„გახარია რომ ცნობილი მატყუარა და მოღალატეა, ამას ბევრი სჯა-ბაასი არ სჭირდება“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფუფუნებაზე ორიენტირებული პარტიის ხელმძღვანელია გიორგი გახარია

„გახარია რომ ცნობილი მატყუარა და მოღალატეა, ამას ბევრი სჯა-ბაასი არ სჭირდება. მისი ნათქვამი ფრაზებიდან, მის მიერ დახასიათებული პოლიტიკური ვითარებიდან, ძალიან მცირე პროცენტი თუ აღმოჩენილა სიმართლე. ეს საზოგადოებას კარგად ახსოვს.

ამიტომ, მაშინ, როდესაც ქვეყანას უჭირდა, იყო კონკრეტული და უდიდესი გამოწვევები მსოფლიოს წინაშე და მაშინ, როდესაც სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან უნდა ყოფილიყო გამოკვეთილი ზრუნვა ქვეყნის კეთილდღეობასა და პრობლემების გადაწყვეტაზე, აღმოჩნდა, რომ მაშინდელი პრემიერ-მინისტრი თურმე იძენს სახლებს საზღვარგარეთ, არც საქართველოში არ აკლებს უძრავი ქონების შეძენას და ხელგაშლილად ხარჯავს საკუთარი მიზნებისთვის ფულს. ეს რაზეც მეტყველებს, საზოგადოება ძალიან კარგად იცის – უპასუხისმგებლო და, ამავდროულად, ფუფუნებაზე ორიენტირებული პარტიის ხელმძღვანელია გიორგი გახარია და საით აქვს სურვილი ქვეყანა წაიყვანოს, ეს, ბუნებრივია, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის