ტელეკომპანია სეზონი

მარტი 28, 2024 14:57 საათი

თბილისი

მარ 28 - ხუთ
Tbilisi, GE
18°C clear sky

„გაზაფხულიდან აქტიურად დავიწყებთ ციხეში ჩასმას“ – დავით არახამია კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ კორუმპირებული ჩინოვნიკები პასუხს აგებენ. მისი თქმით, „აქტიური ციხეში ჩასმა“ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება.

„სავარაუდოდ, გაზაფხულიდან აქტიურად დავიწყებთ ციხეში ჩასმას. არ გამოდის ადამიანურად, მაშინ იქნება ომის დროის შესაფერისი კანონით. ზოგიერთმა ადამიანმა საერთოდ დაკარგა გონება და მოროდიორობენ შიშისა და სინდისის ქენჯნის გარეშე“, – განაცხადა არახამიამ.

მან აღნიშნა, რომ ეს ეხება გენერატორების ბოლო შესყიდვებს და თავდაცვის დეპარტამენტში ახალ სკანდალებს, რომ უწყება ჯარისთვის საკვებ პროდუქტებს ძვირად ყიდულობს.

არახამიას თქმით, 24 თებერვლიდან ხელისუფლება „ოფიციალური და არაოფიციალური არხებით“ მუდმივად მოუწოდებს ყველა დონის ჩინოვნიკებს, ყურადღება გაამახვილონ ომზე, დაეხმარონ დაზარალებულებს, შეამცირონ ბიუროკრატია და შეწყვიტონ საეჭვო ბიზნესი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები