ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 31, 2025 01:47 საათი

თბილისი

Oct 31 - Fri
Tbilisi, GE
7°C clear sky

გერმანია ელჩ ფიშერისა და გახარიას პარტიის წარმომადგენლის შეხვედრას ადასტურებს, თუმცა საუბრის შინაარსს არ ამხელს

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ პეტერ ფიშერზე კითხვებს უპასუხა. დოკუმენტი რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა და პასუხები კვლავ არასრული და ბუნდოვანია.

გერმანიის მთავრობა ელჩსა და საქართველოში ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრას ადასტურებს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს.

კითხვაზე, რომელ ოპოზიციურ ჯგუფებსა და პოლიტიკოსებს შეხვდა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, ბოლო ათი კვირის განმავლობაში, გერმანიის მთავრობა ამბობს, რომ „აღნიშნულ პერიოდში გერმანიის ელჩი შეხვდა ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ ერთ წარმომადგენელს“.

კითხვაზე, რა მიზნებს ემსახურებოდა ზემოაღნიშნული შეხვედრები, მთავრობა პასუხობს, რომ მიზანი იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

შეკითხვაზე, რა თემები განიხილეს ამ შეხვედრებზე და რატომ შედგა ეს შეხვედრები ახლა, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მთავრობა პასუხობს, რომ „ფედერალური მთავრობა არ საუბრობს კონფიდენციალური საუბრების შინაარსზე“. გარდა ამისა, მთავრობა აღნიშნავს, რომ შეხვედრა შედგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ.

გერმანიის ელჩის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შემდეგ, გერმანიის პარლამენტის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ფრაქციამ ფედერალურ მთავრობას რამდენიმე დღის წინ მცირე შეკითხვით მიმართა. ფრაქცია დაინტერესდა, შეხვედრია თუ არა ელჩი საქართველოში ოპოზიციურ ჯგუფებს, ან პოლიტიკოსებს, აგრეთვე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის