ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 17:09 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
15°C clear sky

გერმანიის ხელისუფლება უკრაინას თავისი ბიუჯეტიდან აღარ გამოუყოფს ახალ სამხედრო დახმარებას – Frankfurter Allgemeine Zeitung

გერმანიის მთავრობა უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას აღარ გამოუყოფს მმართველი კოალიციის გეგმის ფარგლებში, რომელიც ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. ამის შესახებ Politico გერმანულ გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-ში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, გერმანულ მედიაში ამ საკითხთან დაკავშირებული არასაჯარო დოკუმენტები, ელექტრონული წერილები და აგრეთვე, საკითხში გარკვეული პირების კომენტარები გავრცელდა.

„მორატორიუმი ახალ დახმარებასთან დაკავშირებით უკვე მოქმედებს და ის, გავლენას მოახდენს დაფინანსების ახალ მოთხოვნებზე და არა მანამდე დამტკიცებულ დახმარების პაკეტებზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც გერმანულ გაზეთში დაიწერა, გერმანიის თავდაცვის სამინისტროში 5 აგვისტოს გაგზავნილ წერილში, ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი აცხადებდა, რომ მომავალი დაფინანსებები გერმანიის ფედერალური ბიუჯეტიდან აღარ განხორციელდება და უკრაინისთვის რესურსები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდან გამოინახება.

შეგახსენებთ, გერმანიამ და G7-ის სხვა სახელმწიფოებმა ივნისში გააფორმეს წინასწარი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კრეტიდის მისაცემად, უნდა გამოიყენონ დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები, რომლებიც დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებში არის იმობილიზირებული.

თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, სახელმწიფოებს ამ სქემის დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელი აქვთ და მოლაპარაკებები შესაძლოა, თვეობით გაიწელოს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები