ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 06:04 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
5°C clear sky

გერმანიის პოლიციამ ქართველი დააკავა, რომელიც საზღვარზე მიგრანტების უკანონო გადაყვანაშია ეჭვმიტანილი

გერმანიის ქალაქ გერლიცის პოლიციამ ქართველი დააკავა, რომელსაც პოლონეთ-გერმანიის საზღვარზე სირიელი მიგრანტების ჯგუფის კონტრაბანდული გზით გადაყვანაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ cityreport.pnr24 იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, პოლიცია ორ ავტომობილს უთვალთვალებდა, საიდანაც რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა და ტყის მიმართულებით გაიქცა. ამის შემდეგ პოლიცია Opel Zafira-ს გაეკიდა.

Opel დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა და რამდენჯერმე ავარიული სიტუაცია შექმნა. საბოლოოდ, პოლიციამ ავტომობილის გაჩერება შეძლო და მისი მძღოლი დააკავა. ის 34 წლის ქართველი აღმოჩნდა, რომელიც დაკავების მომენტში ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

პოლიცია დაკავებულს პოლიციისგან მიმალვის მცდელობაში, ავტომობილის სახიფათო მართვაში, მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის ტარებაში ადანაშაულებდა. მოგვიანებით მას საზღვარზე ადამიანების კონტრაბანდული გზით უკანონო გადაყვანაშიც ბრალი წაუყენეს.

ასევე პოლიციამ ტყეში 4 მიგრანტი ქალი, 5 ბავშვი და 4 კაცი დააკავა. მათი ინფორმაციით, პოლონეთ-გერმანიის საზღვარზე ორი მანქანით გადაიყვანეს. ამჟამად პოლიცია Audi-ის მარკის ავტომობილის ძებნას ახორციელებს.

გერლიცი გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქია, პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს. ამ გზით ხშირად ხდება საზღვარზე მიგრანტების გადასვლა, რომლებიც პოლონეთში სლოვაკეთიდან ან უკრაინიდან ხვდებიან. ამის გამო გერმანიის პოლიციამ ამ რეგიონში დამატებითი საპატრულო ძალები განათავსა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები