ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 6, 2025 07:21 საათი

თბილისი

Jun 6 - Fri
Tbilisi, GE
18°C broken clouds

გერმანიის პრეზიდენტმა რუსეთთან პოლიტიკაში წარუმატებლობა აღიარა

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თვლის, რომ მან შეცდომა დაუშვა, როდესაც მხარი დაუჭირა Nord Stream 2 გაზსადენის პროექტს.

“ჩვენ ვერ შევძელით საერთო ევროპული სახლის აშენება რუსეთის მონაწილეობით. ჩვენ ვერ შევძელით რუსეთის ჩართვის მცდელობა უსაფრთხოების საერთო არქიტექტურაში”, – თქვა პრეზიდენტმა.

ახლა უკვე შეუძლებელია სტატუს-კვოს დაბრუნება, რომელიც უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე იყო, – დასძინა შტაინმაიერმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.

მარტის ბოლოს გერმანიის პრეზიდენტმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო გერმანიას მძიმე დრო უწინასწარმეტყველა. გერმანელებმა უნდა გამოიჩინონ გამძლეობა და მიიღონ მკაცრი ზომები, თქვა მან.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის