მოვუწოდებ, მიხედონ მათ თავიანთ დიპლომატიურ საქმიანობას. მათ ევალებათ, ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა კუთხით ურთიერთობების გაღრმავებას ხელი შეუწყონ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ზოგიერთი დიპლომატის საქართველოში საქმიანობაზე საუბრისას.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ისინი უხეშად აფათურებენ ხელს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და დიდი წყურვილი აქვთ, რომ როგორმე მაიდანიზაცია დაატრიალონ.
„დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი ყველანაირ ზღვარს გადასცდა, ყველანაირი ხაზები გადაკვეთა იმ თვალსაზრისით, რომ მათ უხეშად დაარღვიეს ვენის კონვენციის 41-ე მუხლი. [ეს მუხლი] მათ პირდაპირ ავალდებულებს, რომ ეკრძალებათ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა.
ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ასე უხეშად აფათურებენ ხელს ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში და ძალიან დიდი წყურვილი აქვთ, რომ როგორმე მაიდანიზაცია დაატრიალონ – უკრაინის სცენარები განახორციელონ, რომ ომის ისრები გადმოიტანონ ჩვენკენ. მოვუწოდებ, მიხედონ მათ თავიანთ დიპლომატიურ საქმიანობას. მათ ევალებათ, ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა კუთხით ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყონ ხელი“, – განაცხადა სოსიაშვილმა.