„რამდენიმე ათეული, სახე დაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე“, – ამის შესახებ ოპოზიციაზე საუბრისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.
„ასეთი გამოხტომები მათი მხრიდან არახალია. ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფრით უკვე დაიღალა – რამდენიმე ათეული, სახე დაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე. გახსოვთ, ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როცა რამდენჯერმე მიიტანეს შტურმი ჩვენი სახელმწიფოს მთავარი ინსტიტუციის – პარლამენტის წინააღმდეგ, ძალადობდნენ პოლიციელებზე, ლამის გადაწვეს ჩვენი დედაქალაქი, თავიდანვე დამარაგებული ჰქონდათ აღჭურვილობა, მსხვილი, მდიდარი „ენჯეოების“ დაფინანსებით. ამჯერად, უკვე ინერციით მოდიან. დავესესხები ჩვენს ერთ დიდებულ მწერალს, გურამ რჩეულიშვილს – სასაცილომდე მისული ინერციაა ეს ყველაფერი“, – აცხადებს სოსიაშვილი.
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო, მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდნენ „ლელოს“ ლიდერები, რომლებმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ და ბოიკოტში მყოფი სხვა პარტიები „ლელოს“ ისევ ღალატში ადანაშაულებენ.