ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 21:40 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
7°C clear sky

გიორგი ვოლსკი – არსად, საქართველოს გარდა, ესოდენ პოლარიზებული პოლიტიკური გარემო არაა. ამის მიზეზი სხვადასხვაა, თუმცა უმთავრესია ომის პარტიის უცვლელი გეგმა, დესტაბილიზაციის გზით მოვიდეს ხელისუფლებაში

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, სოციალურ ქსელში საქართველოს რეიტინგების შესახებ, ევროკავშირის კანდიდატ და წევრი ქვეყნების რეიტინგებთან მიმართებით საერთაშორისო კვლევების მონაცემებს აქვეყნებს, სადაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატებში პირველია.

როგორც გიორგი ვოლსკი წერს, საქართველოს გარდა, ესოდენ პოლარიზებული პოლიტიკური გარემო არაა.

„აი ესაა საერთაშორისო კვლევების მონაცემები სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს რეიტინგების შესახებ, ევროკავშირის კანდიდატ და წევრი ქვეყნების რეიტინგებთან მიმართებით.

ამასთანავე არსად, საქართველოს გარდა, ესოდენ პოლარიზებული პოლიტიკური გარემო არაა. ამის მიზეზი სხვადასხვაა, თუმცა უმთავრესია უსამშობლოთა, ომის პარტიის უცვლელი გეგმა დესტაბილიზაციის გზით მოვიდეს ხელისუფლებაში,“- წერს გიორგი ვოლსკი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები