ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 27, 2025 21:07 საათი

თბილისი

Oct 27 - Mon
Tbilisi, GE
13°C clear sky

გიორგი ვოლსკი: დღევანდელ დღის წესრიგს ევროპარლამენტს კარნახობს უკრაინაში მიმდინარე ომი

დღევანდელ დღის წესრიგს ევროპარლამენტს კარნახობს უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთის აგრესიის შემდეგ განვითარებული გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელშიც საქართველოს ჩართვა უნდათ როგორც საზარბაზნე ხორცი, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში საქართველო დელეგაციის არმონაწილეობის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

„ექსტრემისტები ჩამოყავთ სპეციალურად იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს დესტაბილიზაციის სცენარს, რომელიც თავდვე დაწერეს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს

წერილში ნათქვამია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო. წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის