ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 17, 2025 16:55 საათი

თბილისი

Aug 17 - Sun
Tbilisi, GE
26°C scattered clouds

რეიტინგების შტურმი – „სტალინის ეპოქა გიორგი ახლოურთან“ მილიონობით მაყურებელი მოიპოვა

ტელეკომპანია „სეზონი ტვ“-ის საავტორო გადაცემამ „სტალინის ეპოქა გიორგი ახლოურთან“ ბოლო თვეებში დაამსხვრია ყველა მოლოდინი და ქართულ ტელემედიაში ახალი მაყურებლობის სტანდარტი შექმნა. გადაცემის ერთ-ერთმა ფრაგმენტმა ოფიციალურ Facebook-გვერდზე გადააჭარბა 1 მილიონ ნახვას, ხოლო სხვა პირის მიერ გავრცელებულმა იგივე მასალამ,  757 000 ორგანულ ნახვას მიაღწია.

სტალინის ეპოქა გიორგი ახლოურთან
„სტალინის ეპოქა გიორგი ახლოურთან“  1 მილიონ ნახვას გადააჭარბა

ეს შედეგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როცა „სეზონი ტვ“-ის ონლაინ პლატფორმებზე არაერთხელ განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც ოფიციალურ გვერდზე წვდომა სამუდამოდ შეზღუდა. მიუხედავად ტექნიკური წნეხისა, მაუწყებელმა შეძლო ფართო აუდიტორიის მობილიზება და მაყურებლის ინტერესის შენარჩუნება.

📈 წინა ორი გადაცემის ფრაგმენტმაც ცხადყო, რომ წარმატება შემთხვევითი არ არის – თითოეულ მათგანს 600 ათასამდე ორგანული ნახვა დაუგროვდა. აღსანიშნავია რომ არცერთი ვიდეო არ არის რეკლამით „დაბუსტული“ ან ხელოვნურად გაზრდილი – შედეგი მთლიანად გამომდინარეობს მაყურებელთა ინტერესიდან, აქტიური გაზიარებებიდან და რეაქციებიდან.

დასახელებული მაჩვენებლები ცალსახად მიანიშნებს, რომ „სტალინის ეპოქა“ არა მხოლოდ რეიტინგულ, არამედ სოციალური რეზონანსის მქონე პროექტია, რომელმაც შეძლო ქვეყნის მასშტაბით – და მის ფარგლებს გარეთაც – მილიონობით ადამიანის ჩართვა. საქართველოში, სადაც მოსახლეობა 3,8 მილიონს შეადგენს, გადაცემის აუდიტორია ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მტეს უტოლდება.

„სეზონი ტვ“ მადლობას უხდის ყველა მაყურებელს ერთგულებისა და ინტერესისთვის, აგრძელებს ისტორიის ახალი ფურცლების გახსნას და კიდევ უფრო მასშტაბური შედეგების მიღწევას.“

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის