ტელეკომპანია სეზონი

იანვარი 6, 2025 23:46 საათი

თბილისი

Jan 6 - Mon
Tbilisi, GE
-0°C clear sky

გივი მიქანაძე – ვხედავთ, რა ისტერიაა ადგილობრივ რადიკალებსა და მათ პატრონებს შორის პია კაუმას საქართველოში ვიზიტის გამო, მათთვის მიუღებელია იმ არჩევნების აღიარება, სადაც ოპოზიცია დამარცხდა

ჩვენ ვნახეთ, რა ისტერია მოჰყვა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფიციალურ სამდღიან ვიზიტს საქართველოში 2024 წლის დეკემბერში და ახლა უკვე ვხედავთ, რა ისტერიაა ადგილობრივ რადიკალებსა და მათ პატრონებს შორის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და მის მიერ დაქვემდებარებული დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის მიუღებელია იმ არჩევნების აღიარება, სადაც დამარცხდნენ და რომელზეც ეუთო/ოდირმა თქვა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი.

„პია კაუმა გახლავთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც ასევე იმყოფებოდა საქართველოში გასული წლის 26 ოქტომბერს და უშუალოდ აკვირდებოდა არჩევნების ჩატარების პროცესს. მისი დელეგაციის ჩამოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეუთო-ს მხრიდან გამოხატულ პოზიციას, რომ შედგეს საქართველოს ახლად არჩეულ ხელისუფლებასთან, პრეზიდენტთან, მთავრობის ხელმძღვანელთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრები, რითიც ეუთო ცალსახად გამოხატავს მზაობას, რომ ითანამშრომლოს საქართველოსთან. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს ეუთო-ს მხრიდან საქართველოს როლს, მის მნიშვნელობას და მისასალმებელია, რომ წელიწადი ასეთი მაღალი რანგის ვიზიტით იწყება. ვნახეთ, რა ისტერია მოჰყვა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფიციალურ სამდღიან ვიზიტს საქართველოში 2024 წლის დეკემბერში და ახლა უკვე ვხედავთ, რა ისტერიაა ადგილობრივ რადიკალებსა და მათ პატრონებს შორის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და მის მიერ დაქვემდებარებული დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. მათთვის მიუღებელია იმ არჩევნების აღიარება, სადაც ოპოზიცია პირწმინდად დამარცხდა, სადაც ეუთო/ოდირმა თქვა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, მაღალი სტანდარტით ჩატარებული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი, რადგან ორმხრივ კონტექსტში იქნება განხილული სამომავლო ურთიერთობა საქართველოსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას შორის“, – განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციით ვიზიტს გეგმავს.

სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პია კაუმას წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“.

ასევე, პია კაუმას წერილით მიმართა გიორგი გახარიამ, რომლის მიხედვითაც, გახარია მოუწოდებს პია კაუმას, გადახედოს თბილისში ვიზიტის მიზანსა და დროს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის