ავტორიტეტულმა გამოცემა GOAL.COM-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა.
ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია რეიტინგში მე-11 ადგილიდან მე-7 გადავიდა.
ოქროს ბურთის მოგების მთავარ კანდიდატად კვლავ უსმან დემბელე მიიჩნევა, მეორე ადგილზე ლამინ იამალია, ხოლო მესამე ადგილს რაფინია იკავებს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში პირველ ადგილზე იმყოფებოდა.
„2024-2025 წლების სეზონში კვარაცხელიამ ჯამში 14 გოლი და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა, მოიგო სერია A, ლიგა 1, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა. კვარაცხელიას გოლებისა და საგოლე გადაცემის რიცხვი არ ემთხვევა მის თამაშის დონეს ამ სეზონში, მაგრამ ქართველმა გარემარბმა წვლილი შეიტანა ტიტულის ორ ტრიუმფში, „პსჟ“-სა და „ნაპოლისთვის“, ხოლო ფრანგული გუნდისთვის საკვანძო როლი შეასრულა ჩემპიონთა ლიგის მოგების გზაზე.
ქართველმა გარემარბმა ევროტურნირზე არაერთი დასამახსოვრებელი მომენტები გვაჩუქა, განსაკუთრებით მისი შესანიშნავი გოლი ასტონ ვილასთან მეოთხედფინალში, რითაც ოქროს ბურთის ხმის მიმცემთა ყურადღება მიიპყრო. კვარაცხელია ნომინანტებს შორის აუცილებლად მოხვდება“ – წერს GOAL-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე.
ახალი რეიტინგის TOP 10 ასე გამოიყურება:
1. უსმან დემბელე (პსჟ)
2. ლამინ იამალი (ბარსელონა)
3. რაფინია (ბარსელონა)
4. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
5. კილიან მბაპე (რეალი)
6. დეზირე დუე (პსჟ)
7. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
8. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ)
9. პედრი (ბარსელონა)
10. ჰარი კეინი (ბაიერნი)
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად ჩემპიონატი მოიგო და ამასთან, ტრებლიც შეასრულა.