ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 1, 2025 16:14 საათი

თბილისი

Sep 1 - Mon
Tbilisi, GE
36°C clear sky

„გორის ცენტრში დავით კუპრაძე საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატად წარვუდგინეთ“ – კონსტანტინე ბუზალაძე

გორის ცენტრში გაიმართა შეხვედრა, სადაც საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით კუპრაძე, ადგილობრივ მოსახლეობას წარედგინა. ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილიც ესწრებოდა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს საზოგადოებას ოფიციალურად წარვუდგინეთ დავით კუპრაძე, როგორც გორის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი. დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება და აქტიურობა მნიშვნელოვნად წაადგება ჩვენი ქალაქის განვითარებას,“ – აღნიშნა კონსტანტინე ბუზალაძემ.

მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობაში ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ბოლო წლების განმავლობაში მერიის თანადაფინანსების პროგრამამ განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერა მოუტანა მრავალბინიანი კორპუსების ამხანაგობებს:

პროექტების 90%-ის დაფინანსება უზრუნველყოფს კორპუსების რეაბილიტაციასა და ინფრასტრუქტურული საჭიროებების დაკმაყოფილებას.

ეზოების მოასფალტება და საკანალიზაციო ქსელების განახლება უკვე მესამე წელია სრულად – 100%-ით ფინანსდება მერიის ბიუჯეტიდან.

„ეს პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება, რათა გორელებს შევუქმნათ კომფორტული და ღირსეული საცხოვრებელი გარემო. ჩვენი მიზანია, თითოეულ ოჯახს რეალურად დაეტყოს ის მხარდაჭერა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება აწარმოებს,“ – განაცხადა ბუზალაძემ.

გორის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქალაქის განახლებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის