ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 13:39 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
15°C clear sky

„გულგრილობა კლავს“ – ზელენსკიმ ისრაელის ქნესეთს მიმართა

ზელენსკი ისრაელის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და ებრაელ ხალხს კიდევ ერთხელ გაახსენა ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტია, რომელმაც მთელი ქვეყანა გაანადგურა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს პარტიაც ზუსტად იმ დღეს დაარსდა, როდესაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა – 24 თებერვალს.

„ჩვენ ვართ სხვადასხვა ადგილას და სრულიად განსხვავებულ პირობებში. მაგრამ გვაქვს ერთი საფრთხე – ხალხის, სახელმწიფოს, კულტურის და თუნდაც სახელის სრული განადგურების. მინდა, იფიქროთ 24 თებერვალზე, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დასაწყისზე. ეს დღე ორჯერ შევიდა ისტორიაში და ორივეჯერ როგორც ტრაგედია უკრაინელებისთვის და ებრაელებისთვის. 1920 წლის 24 თებერვალს დაარსდა ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტია, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მთელი ქვეყანა გაანადგურა.

102 წლის შემდეგ, ასევე 24 თებერვალს, ბრძანება გაიცა „რუსეთის უკრაინაში შეჭრის“. ეს არის შემოჭრა, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მილიონობით ადამიანი გადაასახლა. ჩვენი ხალხი ახლა მიმოფანტულია მთელ მსოფლიოში და ეძებს უსაფრთხოებას, როგორც ოდესღაც თქვენ ეძებდით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები