„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე შიდაპარტიული რღვევების პროცესებს ეხმიანება. ამჯერად მან ჟურნალისტებთან საუბრისას ლიდერების [გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი] მიერ „ევროპული საქართველოს” დატოვებაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ დაშლა და რღვევა ოპოზიციის ბუნებაა.
გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ თუ აქამდე ნაციონალური მოძრაობა იშლებოდა, ვინაიდან ამ ძალისთვის ერთიანობა უცხოა, ახლა მის წიაღში აღმოცენებული წვრილ-წვრილი წარმონაქმნებიც იგივე გზას გადიან.
„ეს არის ნაცმოძრაობის ბუნება. ნაციონალური მოძრაობა არის ფესვები და ხე. დანარჩენი – „ევროპული საქართველო”, „ლელო“, გვარამიას „ახლები“ თუ სხვა, არიან ამ კოლექტიური ნაცმოძრაობის ხის ყლორტები. ყველა მათგანის ბუნება მდგომარეობს იმაში, რომ იქ ვერ იტანენ ერთიანობას და არ იციან ერთმანეთის გატანა. შესაბამისად, ნაცმოძრაობა ხომ დაიშალა, ახლა დაშლილის ნაწილებიც ცალ-ცალკე დაიშალა“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.