„გვევლინება, რადიკალური ოპოზიციის ლიდერად, არის ისეთი პროცესები, რაშიც ჩართული არ უნდა იყოს კანონი ზღუდავს და მაინც ჩართულია“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართულის ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატი აცხადებს, რომ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში 4 თვეა ჩაერთო და, რა თქმა უნდა, ზურაბიშვილს მასზე მაღალი რეიტინგი ძალიან დიდი ალბათობით ექნება.
„იმას გიდასტურებთ, რომ გიორგი მარგველაშვილზე მაღალი რეიტინგი აქვს. პირადად ჩემზე მეტი რეიტინგი, რა თქმა უნდა, ექნება ხომ. პოლიტიკურ ცხოვრებაში 4 თვეა ჩავერთე და ქალბატონი სალომე პრეზიდენტია, პირადად ჩემზე მაღალი რეიტინგი ძალიან დიდი ალბათობით ექნება.
გვევლინება, რადიკალური ოპოზიციის ლიდერად. შესაბამისად, არის რაღაცა პროცესები, რაშიც იგი ჩართულია, არის ისეთი პროცესები, რაშიც ჩართული არ უნდა იყოს კანონი ზღუდავს და მაინც ჩართულია შესაბამისად, რაღაცა კომენტარების გაკეთება გვიწევს“, – აღნიშნავს ფრაქცია „ქართულის ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.