ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 20, 2022 01:50 საათი

გორი

აგვ 20 - შაბ
Tbilisi, GE
22°C clear sky

იენს სტოლტენბერგი – ამ კონფლიქტში ნატო-ს ორი ამოცანა აქვს: მხარი დაუჭიროს უკრაინას და არ დაუშვას კონფლიქტის გადაზრდა ნატო-სა და რუსეთს შორის ომში

რუსეთის აგრესიის ფონზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი ამოცანა უკრაინის მხარდაჭერაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი ამოაცანა, რომელიც ორგანიზაციას აქვს, ნატო რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირების არდაშვებაა.

„ამ კონფლიქტში ნატო-ს ორი ამოცანა აქვს: მხარი დაუჭიროს უკრაინას და არ დაუშვას კონფლიქტის გადაზრდა ნატო-სა და რუსეთს შორის ომში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის თავდაცვის უფლებას. უკრაინელმა ხალხმა გამოავლინა დიდი სიმამაცე მთელი ომის განმავლობაში“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, როგორც ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ნატო-ს უკრაინის მხარდაჭერის მორალური ვალდებულება აქვს.

„უკრაინა თითქმის 40 -მილიონიანი მოსახლეობით, დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც გაუმართლებლად ხდება სასტიკი დაპყრობითი ომის მსხვერპლი. ჩვენ ვხედავთ საომარ მოქმედებებს, თავდასხმებს სამოქალაქო პირებზე და განადგურებას, რომელიც არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჩვენ არ შეიძლება გულგრილები ვიყოთ ამ ყველაფრის მიმართ“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ფასს, რომელსაც დასავლეთი იხდის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისთვის, არ შეიძლება შეედაროს ფასს, რომელსაც თავად უკრაინა ყოველდღიურად იხდის.

„ჩვენ ვიხდით ფასს უკრაინის დახმარებისთვის – სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერისთვის; სანქციებისთვის, რომელმაც გამოიწვია ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა ჩვენს ქვეყნებში. მაგრამ გახსოვდეთ – ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით, ფულადი ერთეულით ფასდება, ხოლო ფასი, რომელსაც უკრაინა იხდის, ადამიანის სიცოცხლით იზომება. ყოველდღიურად იქ ასობით გარდაცვლილი და დაშავებულია“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები