ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ სახიფათოა რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის არდაფასება – მის სიტყვებს Reuters ციტირებს.
“ჩვენ არ გვაქვს რაიმე მინიშნება იმისა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეცვალა თავისი გეგმები და მიზნები უკრაინასთან დაკავშირებით. ამიტომაც სახიფათოა რუსეთის დაუფასებლობა”, – განაცხადა სტოლტენბერგმა ნორვეგიაში სამუშაო ვიზიტის დროს.
როგორც გამოცემაშია აღნიშნული, მან ხაზი გაუსვა ალიანსის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების აუცილებლობას.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 18-19 იანვარს ბრიუსელში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება. ორდღიანი შეხვედრის თემებს შორისაა კონფლიქტი და ნატოს მხარდაჭერა უკრაინისადმი,, სამხედრო მარაგი, სამხედრო შესაძლებლობები და ნატოს შესაძლებლობები დაიცვას ალიანსი ყველა გამოწვევისგან.