ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2025 06:50 საათი

თბილისი

Apr 20 - Sun
Tbilisi, GE
10°C broken clouds

იენს სტოლტენბერგი: რუსეთს უკან არ დაუხევია, ძალების გადაჯგუფებას ახდენს

„რუსულ ძალებს უკან არ დაუხევიათ, ისინი ძალების გადაჯგუფებას ახდენენ“, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით,  ნატო „შეტევითი მოქმედებების“ მოლოდინშია.

„რუსეთი ცდილობს გადაჯგუფდეს, განაახლოს და გააძლიეროს შეტევა დონბასის რეგიონში აღმოსავლეთ უკრაინაში“,-  აღნიშნა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ რუსეთი აგრძელებს ზეწოლას უკრაინის სხვა ქალაქებზე.

შეგახსენებთ, 29 მარტს თურქეთის ქალაქ სტამბოლში თურქული მხარის ჩართულობით გამართულ რუსეთ-უკრაინის დელეგაციების მორიგ შეხვედრაზე რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ „რუსეთი უკრაინის გარკვეულ ნაწილებში საბრძოლო აქტივობას შეანელებს“.

რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია საქმე და არა სიტყვა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის