ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 21:04 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
15°C clear sky

იენს სტოლტენბერგი: უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის სისტემების გადაცემაზე გადაწყვეტილება ცალკეულმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე გადაწყვეტილება ცალკეულმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ და ეს გადაწყვეტილება ნატოსთან შეთანხმებას არ საჭიროებს.

„კონკრეტულ სისტემებზე მისაღები კონკრეტული გადაწყვეტილებები ეროვნულ დონეზეა მისაღები. ხანდახან არსებობს შეთანხმებები საბოლოო მომხმარებლებთან და სხვა საკითხები, ამიტომ საჭიროა მოკავშირეებთან კონსულტაციები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება ქვეყნების მთავრობებმა უნდა მიიღონ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მანამდე გერმანიაში განაცხადეს, რომ უკრაინაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გაგზავნა ნატოსთან უნდა იყოს შეთანხმებული.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები